Sunday, June 17, 2012

ვიდეოები რომის იმპერიაზე


 



 










 













იმპერიის დასასრული 








                                                იმპერატორები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და ისინი არანაირ ძალაუფლებას აღარ ფლობდნენ. გამონაკლისი მხოლოდ იულიუს მაიორიანუსი იყო (457-461). მან სცადა იმპერიის კონსოლიდაცია და შესთავაზა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. მან მოკლე ხნით მოახერხა გალიაში და ესპანეთში რომის კონტროლის აღდგენა, მაგრამ იმპერიის აღორძინება არც პროვინციალურ არისტოკრატიას, და მითუმეტეს არც ბარბაროს მეფეებს არ სურდათ, ამიტომ მათ მოაკვლევინეს იმპერატორი და იმპერიის აღორძინების უკანასკნელი იმედიც დასამარდა.
რომულუს ავგუსტუსი, რომის უკანასკნელი იმპერატორი
ამ დროიდან იმპერიის ტახტი ბარბაროსთა მეფეების ხელში სათამაშოდ იქცა. 476წელს გვარდიის ხელმძღვანელმა ოდოაკრმა ჩამოაგდო 16 წლის რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბედის ირონიით იგივე სახელი ექვა რაც რომის ლეგენდარულ დამაარსებელს რომულუსს. მან ამით მოსპო იმპერატორის ინსტიტუტი როგორც ასეთი.
ასე დაასრულა არსებობა მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა იმპერიამ, რომელიც აერთიანებდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ჩაესვენა ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია და ევროპა გადავარდა ათასწლეულით უკან - ბნელ შუა საუკუნეებში.





სამოქალაქო ომი 



                                                                     შემდეგი 69 წელი ისტორიაში შევიდა როგორც ოთხი იმპერატორის წელი. ნერონის სიკვდილის შემდეგ გალბა ჩამოვიდა რომში, მაგრამ, როგორც მიღებული იყო, მან არ დააჯილდოვა თავისი მომხრეები, პირიქით, მან პრეტორიანელებს ის საჩუქრებიც წაართვა რაც მათ ნერონისგან ჰქონდათ მიღებული. უკმაყოფილო ლეგიონერებმა ქვემო გერმანიის მმართველივიტელიუსი აიჩიეს იმპერატორად, ხოლო ახალი კანდიდატი სენატს სძულდა, რადგან იგი ნერონთან იყო დაახლოვებული. ხოლო 69 წლის 15 იანვარს პტრეტორიანელებმა მოაწყეს შეთქმულება, გალბა და მისი შვილობილი მოკლეს, ხოლო იმპერატორად ოტონი აღიარეს.

            

პროვინციების უმეტესობამ სცნო ოტო, მაგრამ ვიტელიუსი არ შეეგუა ბედს და გერმანული ლეგიონებით შეიჭრა იტალიაში. 69 წლის აპრილში მოხდა ოტოს და ვიტელიუსის ჯარებს შორის შეტაკება, სადაც ოტო დამარცხდა და თავი მოიკლა. ვიტელიუსი აღიარეს იმპერატორად, მაგრამ მისი ლეგიონერები იტალიაში ისე იქცეოდნენ, როგორც მტრის მიწაზე. ვიტელიუსიც კი აღშფოთდა მარადიორობის მაშტაბებით და ლეგიონები გერმანიაში დააბრუნა ამით მისი პოზიციებიც რომში დასუსტდა.
იუდეის აჯანყება ნაწილობრივ უკვე ჩახშობილი იყო ვესპასიანეს მიერ, მარტო იერუსალიმი იყო ასაღები. 69 წლის ზაფხულში აღმოსავლური პროვინციების მმართველებმა იმპერატორად ვესპასიანე აღიარეს. სენატმაც იგი ამჯობინა ვიტელიუსს. მალე ვესპასიანის მხარეს პროვინციების უმეტესობა გადმოვიდა. იმავე წელს მან დაამარცხა ვიტელიუსის ჯარი და გახდა იმპერატორი. ასე დაიწყო ფლავიუსების დინასტიის მმართველობა.





ნერონი 





                                                       ნერონი
                                              თავის პრინციპატის  დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. როგორც ავღნიშნეთ იგი სულ 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი ამღზრდელის ლუციუს ანეუს სენეკას, პრეტორიანელთა პრეფექტის, სექსტუს აფრანიუს ბურუსის და საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, ასე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი არანაერ მონაწილეობას არ იღებდა. უმეტესად იგი დაკავებული იყო სიმღერით და ლექსების წერით. მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა.62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.
64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა "ტროას" დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა "მოძებნა" დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსიგაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.
ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.
ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც "ოქროს სახლი" უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანივერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.
68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.


კლავდიუსი



                                            თავიდან სენატს არ სურდა კლავდიუსის იმპერატორად აღიარება და იყო კიდევაც რესპუბლიკის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ლეგიონებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, სენატს მოუწია კლავდიუსის ცნობა, მაგრამ მათსა და ახალ იმპერატორს შორის საკმაოდ ცივი უერთიერთობა იყო.
კლავდიუსი
კლავდიუსი ბავშვობიდან გონებაჩლუნგად მიაჩნდათ, ალბათ მხოლოდ ამიტომ გადაურჩა იგი თავის დროზე ტიბერიუსს. მიუხედავად ამისა, იგი უკეთესი იმპერატორი აღმოჩნდა ვიდრე ამას მოელოდნენ. მან გაამყარა იმპერიის სახელმწიფო აპარატი, შექმნა ახალი კანცელარიები, გადმოიბირა გალიის არისტოკრტია, ამისთვის იგი უხვად არიგებდა რომის მოქალაქეობას. მან გააფართოვა პორტი და აღადგინა გზები. რომაელებში პოპულარობის მოსაპოვებლად იგი ხშირად აწყობდა სანახაობებს.
წინამორბედებისგან განსხვავებით იგი აქტიურად აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს. მისი პრინციპატის დროს იმპერიას შემოუერთდა ბრიტანეთი, მავრიტანიათრაკია და მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონები. იგი ასევე ცდილობდა სასომხეთში გაემყარებინა პოზიციები, რაც პართიასთან ომით დასრულდა, ეს ომი 60-ანი წლების შუამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ურთიერთობა სენატთან მაინც დაძაბული დარჩა.
კლავდიუსის ოჯახური ცხოვრება კი ცუდად აეწყო, მას შემდეგ რაც მისმა ცოლმა, მესალინამ უღალატა, მან ცოლად აგრიპინა უმცროსი მოიყვანა, რომელმაც აიძულა ეშვილებინა თავისი შვილი პირველი ქოწინებიდან - ლუციუს დომიციუს ნერონი. ამის შემდეგ, 54 წელს, როგორც თვლიან მან მოწამლა იმპერატორი და 17 წლის ვაჟთან ერთად წავიდა პრეტორიანელების ბანაკში, სადაც ლეგიონერებმა იგი ახალ იმპერატორად აღიარეს.





          კალიგულა 












                                                 კალიგულა
                                                   ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა მისი მემკვიდრე გაიუს კეისარი, რომელიც ისტორიაში თავისი მეტსახელით კალიგულათი შევიდა. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც გიჟს. იგი მოითხოვდა, რომ მისთვის, როგორც ღმერთისთვის, ეცათ პატივი და აპირებდა საკუთარი ცხენის კონსულად დანიშვნას. მან სწრაფად გაფლანგა ტიბერიუსის მიერ დაგროვილი ფული, შემდეგ კი მდიდარი სენატორების და უბრალო მოქალაქეების ქონების კონფისკაცია დაიწყო. მან უამრავი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, პრაქტიკულად ყოველგვარ მიზეზგარეშე. იერუსალიმის ტაძარში მას საკუთარი ქანდაკების დადგმა უნდოდა, მაგრამ იუდევლებმა სასტიკი პროტესტი გამოთქვეს. ისინი დარბევას მხოლოდ კალიგულას მკვლელობამ გადაარჩინა. 41 წელს პრეტორიანელთა პრეფექტმა კასიუს ჰერეამ მოკლა კალიგულა. ამბოხებულთა ნაწილს ისევ რესპუბლიკის დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ პრეტორიანელებმა იმპერატორად კალიგულას ბიძა კლავდიუსი აღიარეს.





ტიბერიუსი 





                                  ტიბერიუსი 

                                   პრინცეპსტის სიკვდილის შემდეგ აჯანყდნენ გერმანული და პანონური ლეგიონები. ტიბერიუსმა სიტუაციის განსამუხტად საკუთარი ვაჟი დრუზუსი გაგზავნა. ნაწილობრივ დათმობებით, ხოლო ნაწილობრივ პრევენციული ზომებით ლეგიონებში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდა. გერმანული ლეგიონების აჯანყება კიგერმანიკუსმა, ტიბერიუსის ძმისშვილმა, ჩაახშო.
კიდევ ერთი აჯანყება ატყდა აფრიკაში 17 წელს, რომლის ჩახშობაც რომაელებმა მხოლოდ 24 წელს მოახერხეს. ტიბერიუსი არ სარგებლობდა პოპულარობით არც ხალხში არც სენატში, იგი ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო, არავის არ ენდობოდა, თავისი მმართველობის დროს, მან თითქმის მთელი თავისი სანათესავო გაწყვიტა, რადგან ეშინოდა, რომ მასზე უფრო პოპულარული ნათესავი სამხედრო გადატრიალებას მოუწყობდა. ასე გერმანიკუსი, რომელიც ლეგიონებშიც და არისტოკრატიაშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, და მას არაერთხელ სთავაზობდნენ მხარდაჭერას, თუ იგი იმპერატორობას მოისურვებდა, ტიბერიუსის ბრძანებით მოწამლეს, მისი მეუღლე გადაასახლეს ხოლო უფროსი შვილები სიკვდილით დასაჯეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ტიბერიუსმა თავის ვილაზე კუნძულ კაპრიზე გაატარა, სადაც 37 წელს იგი პრეტორიანელთა პრეფექტმა დაახრჩო.