რომის იმპერატორები
ტიტული რომის იმპერატორი გარკვეული გაგებით თანამედროვე ცნებაა და ერთგვარ შეჯამებას უკეთებს პოსტს, რომელიც ეჭირათ იმ პიროვნებებს, რომელთაც რომის იმპერიის ძალაუფლების სადავეების ხელთ ჩაგდება მოახერხეს. რომის იმპერია განვითარდა რომის რესპუბლიკისგან, მას შემდეგ, რაც მან ევროპაში დომინანტური როლი დაიჭირა და მისთვის დამახასიათებელი გახდა ერთპიროვნული მმართველობა, "სენატისა და რომის მოქალაქეთა" ნაცვლად. თუმცა ავგუსტუსი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც პირველი იმპერატორი, ფრთხილობდა რესპუბლიკურიმმართველობის ფასადის შენარჩუნებას, და რაიმე სპეციფიური ტიტული მისთვის არ მიუღია. ამის ნაცვლად მან ადრე არსებული რომის მაგისტრატის ძალაუფლება საკუთარ თავს დაუქვემდებარა და არსებული ტიტული "Princeps Senatus" (სენატის პირველი პირი) მოირგო. მმართველობის ეს სტილი, რომელიც დაახლოებით 300 წელს გაგრძელდა, შესაბამისად "პრინციპატად" იწოდება. სიტყვის "იმპერატორი" თანამედროვე მნიშვნელობა მომდინარეობს ამავე სახელწოდების ტიტულიდან, რომელსაც არმია წარმატებულ გენერალს ანიჭებდა; შესაბამისად, რომის იმპერიის საწყის ფაზაში, "პრინცეპს" ის ჯერ უნდა მოეხვეჭა. შესაბამისად, ტერმინი "იმპერატორი" ამჟამად გამოიყენება რომის იმპერიის მმართველების აღსანიშნავად, ვინაიდან ის (ა) ხაზს უსვამს ძლიერ კავშირს მმართველსა და არმიას შორის (რომლის მხადაჭერაზე იყო მეტწილად მმართველის ძალაუფლება დამოკიდებული), და (ბ) არ განასხვავებს მმართველობის სტილს იმპერიის სხვადასხვა ფაზებში.
ავგუსტუსი -რომის პირველი იმპერატორი
ახ. წ. III საუკუნეში მესამე საუკუნის კრიზისის შემდეგ, დიოკლეტიანემ იმპერიული მმართველობის ახალ მანერას ფორმალური და უფრო მიმზიდეველი იერი მიანიჭა, ჩამოაყალიბა რა რომის იმპერიის ე.წ.დომინატის პერიოდი. იმპერატორის პერსონას უფრო ხაზგასმული ავტორიტეტი მიენიჭა, ხოლო მისი მიმართვა გახდა 'Dominus Noster' ('ჩვენი მეუფე'). დიოკლეტიანედან მოყოლებული ხშირად რამდენიმე ერთდროული იმპერატორი არსებობდა, რის გამოც იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიები ქუცმაცდებოდა. 395 წლის შემდეგ და თეოდოსიუს I-ის გარდაცვალებით იმპერია უფრო გამოკვეთილად დაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, თუმცა ეს დაყოფა ოფიციალური ჯერ არ ყოფილა და უფრო სტაბილური აღმოსავლეთის იმპერიის იმპერატორი ხშირად საკუთარ ძალაუფლებას ახვევდა თავს დასავლეთ ნახევარს. დასავლეთის იმპერიას განსაკუთრებით მძიმე პერიოდი დაუდგა 395 წლის შემდეგ და საბოლოოდ დაიშალა 455 წელს. ბოლო დასავლეთის იმპერატორი 476 წელს გადადგა ტახტიდან; რის შემდეგად დასავლეთის ტერიტორიებზე უფლებებს აღმოსავლეთის იმპერია იჩემებდა. აღმოსავლეთის იმპერიამ არსებობა 1453 წლამდე გააგრძელაოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე. აღმოსავლეთის იმპერატორები, რომელთაც დღეს ბიზანტიის იმპერატორებს უწოდებენ, აგრძელებდენ რომის იმპერატორების მემკვიდრეობას.
No comments:
Post a Comment