სამოქალაქო ომი
შემდეგი 69 წელი ისტორიაში შევიდა როგორც ოთხი იმპერატორის წელი. ნერონის სიკვდილის შემდეგ გალბა ჩამოვიდა რომში, მაგრამ, როგორც მიღებული იყო, მან არ დააჯილდოვა თავისი მომხრეები, პირიქით, მან პრეტორიანელებს ის საჩუქრებიც წაართვა რაც მათ ნერონისგან ჰქონდათ მიღებული. უკმაყოფილო ლეგიონერებმა ქვემო გერმანიის მმართველივიტელიუსი აიჩიეს იმპერატორად, ხოლო ახალი კანდიდატი სენატს სძულდა, რადგან იგი ნერონთან იყო დაახლოვებული. ხოლო 69 წლის 15 იანვარს პტრეტორიანელებმა მოაწყეს შეთქმულება, გალბა და მისი შვილობილი მოკლეს, ხოლო იმპერატორად ოტონი აღიარეს.
პროვინციების უმეტესობამ სცნო ოტო, მაგრამ ვიტელიუსი არ შეეგუა ბედს და გერმანული ლეგიონებით შეიჭრა იტალიაში. 69 წლის აპრილში მოხდა ოტოს და ვიტელიუსის ჯარებს შორის შეტაკება, სადაც ოტო დამარცხდა და თავი მოიკლა. ვიტელიუსი აღიარეს იმპერატორად, მაგრამ მისი ლეგიონერები იტალიაში ისე იქცეოდნენ, როგორც მტრის მიწაზე. ვიტელიუსიც კი აღშფოთდა მარადიორობის მაშტაბებით და ლეგიონები გერმანიაში დააბრუნა ამით მისი პოზიციებიც რომში დასუსტდა.
იუდეის აჯანყება ნაწილობრივ უკვე ჩახშობილი იყო ვესპასიანეს მიერ, მარტო იერუსალიმი იყო ასაღები. 69 წლის ზაფხულში აღმოსავლური პროვინციების მმართველებმა იმპერატორად ვესპასიანე აღიარეს. სენატმაც იგი ამჯობინა ვიტელიუსს. მალე ვესპასიანის მხარეს პროვინციების უმეტესობა გადმოვიდა. იმავე წელს მან დაამარცხა ვიტელიუსის ჯარი და გახდა იმპერატორი. ასე დაიწყო ფლავიუსების დინასტიის მმართველობა.
No comments:
Post a Comment