Sunday, June 17, 2012




იმპერიის დასასრული 








                                                იმპერატორები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და ისინი არანაირ ძალაუფლებას აღარ ფლობდნენ. გამონაკლისი მხოლოდ იულიუს მაიორიანუსი იყო (457-461). მან სცადა იმპერიის კონსოლიდაცია და შესთავაზა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. მან მოკლე ხნით მოახერხა გალიაში და ესპანეთში რომის კონტროლის აღდგენა, მაგრამ იმპერიის აღორძინება არც პროვინციალურ არისტოკრატიას, და მითუმეტეს არც ბარბაროს მეფეებს არ სურდათ, ამიტომ მათ მოაკვლევინეს იმპერატორი და იმპერიის აღორძინების უკანასკნელი იმედიც დასამარდა.
რომულუს ავგუსტუსი, რომის უკანასკნელი იმპერატორი
ამ დროიდან იმპერიის ტახტი ბარბაროსთა მეფეების ხელში სათამაშოდ იქცა. 476წელს გვარდიის ხელმძღვანელმა ოდოაკრმა ჩამოაგდო 16 წლის რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბედის ირონიით იგივე სახელი ექვა რაც რომის ლეგენდარულ დამაარსებელს რომულუსს. მან ამით მოსპო იმპერატორის ინსტიტუტი როგორც ასეთი.
ასე დაასრულა არსებობა მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა იმპერიამ, რომელიც აერთიანებდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ჩაესვენა ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია და ევროპა გადავარდა ათასწლეულით უკან - ბნელ შუა საუკუნეებში.

No comments:

Post a Comment