Sunday, June 17, 2012



კლავდიუსი



                                            თავიდან სენატს არ სურდა კლავდიუსის იმპერატორად აღიარება და იყო კიდევაც რესპუბლიკის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ლეგიონებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, სენატს მოუწია კლავდიუსის ცნობა, მაგრამ მათსა და ახალ იმპერატორს შორის საკმაოდ ცივი უერთიერთობა იყო.
კლავდიუსი
კლავდიუსი ბავშვობიდან გონებაჩლუნგად მიაჩნდათ, ალბათ მხოლოდ ამიტომ გადაურჩა იგი თავის დროზე ტიბერიუსს. მიუხედავად ამისა, იგი უკეთესი იმპერატორი აღმოჩნდა ვიდრე ამას მოელოდნენ. მან გაამყარა იმპერიის სახელმწიფო აპარატი, შექმნა ახალი კანცელარიები, გადმოიბირა გალიის არისტოკრტია, ამისთვის იგი უხვად არიგებდა რომის მოქალაქეობას. მან გააფართოვა პორტი და აღადგინა გზები. რომაელებში პოპულარობის მოსაპოვებლად იგი ხშირად აწყობდა სანახაობებს.
წინამორბედებისგან განსხვავებით იგი აქტიურად აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს. მისი პრინციპატის დროს იმპერიას შემოუერთდა ბრიტანეთი, მავრიტანიათრაკია და მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონები. იგი ასევე ცდილობდა სასომხეთში გაემყარებინა პოზიციები, რაც პართიასთან ომით დასრულდა, ეს ომი 60-ანი წლების შუამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ურთიერთობა სენატთან მაინც დაძაბული დარჩა.
კლავდიუსის ოჯახური ცხოვრება კი ცუდად აეწყო, მას შემდეგ რაც მისმა ცოლმა, მესალინამ უღალატა, მან ცოლად აგრიპინა უმცროსი მოიყვანა, რომელმაც აიძულა ეშვილებინა თავისი შვილი პირველი ქოწინებიდან - ლუციუს დომიციუს ნერონი. ამის შემდეგ, 54 წელს, როგორც თვლიან მან მოწამლა იმპერატორი და 17 წლის ვაჟთან ერთად წავიდა პრეტორიანელების ბანაკში, სადაც ლეგიონერებმა იგი ახალ იმპერატორად აღიარეს.

No comments:

Post a Comment