ძველ რომში მოისაზრება ანტიკური ზესახელმწიფო რომის იმპერია, რომლის ისტორია ჯერ იყო იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს ისტორია, შემდეგ კი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იგი იქცა თავისი დროის უდიდეს ზესახელმწიფოდ, შემდეგ კი რიგი სამოქალაქო ომებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად დაიწყო მისი დაკნინება, რამაც 476 წელს გამოიწვია იმპერიის სრული კრახი.
ძველი რომი არ იყო პირველი იმპერია, მას არაერთი წინამორბედი ჰყავდა.
ქალაქი რომი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა მდინარე ტიბრის ნაპირზე, პალატინის ბორცვზე. მის დაარსებას უკავშირებენ რომის ლეგენდარულ პირველ მეფეს რომულუსს.
ლეგენდის თანახმად ტყუპები რომულუსი და რემუსი დედის მხრიდან იყვნენ ტროადან გამოქცეული გმირი ენეასის შთამომავლები , ხოლო მათი მამა ომის ღმერთი მარსი იყო. ქალაქის აშენების დროს რემუსსა და რომულუსს უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ამ უკანასკნელმა რემუსი მოკლა და მარტო დაასრულა ქალაქის მშენებლობა.
ქალაქის გასამტკიცებლად რომულუსმა არაერთი ქალაქი დაანგრია, მათი გადარჩენილი მოსახლეობა კი რომში გამორეკა. ლეგენდის მიხედვით, რომულუსის გარდაცვალებისას, რომი ძლიერი და მდიდარი ქალაქი იყო.
რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიან ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს.
No comments:
Post a Comment